ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, მათი მისამართით უსამართლო კრიტიკა ისმის

„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

გფდეტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, მათი მისამართით უსამართლო კრიტიკა ისმის.

როგორც „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხატია ქვათაძემ ტელეკომპანიაში თანამშრომლების მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის არხის თანამშრომლების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას უერთდება.

„ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლებლთა სახელით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

დღეს ტელეკომპანიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ჰქონდა საშუალება შეხვედროდა, გასაუბრებოდა და მოესმინა ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის პოზიცია.„მაესტროში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ „მაესტროზე“ არსებული ყველა ტელეპროექტი რჩება ეთერში, თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და უზრუნველყოფენ ყველა გადაცემისა და საინფორმაციო სამსახურის ეთერში უწყვეტობას.

თანამშრობლები აგრძელებენ არხზე მუშაობას, რომელიც დღეს სამართლებრივ დავაშია, თუმცა ვიდრე არ გაიკვევა სასამართლოს მიერ პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, იმ შემთხვევაში, თუ რეესტრმა დააფიქსირა შესაბამისი ცვლილებები, არ ვგეგმავთ შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის განკარგულების შესრულებას.

ასევე, ველით პასუხებს იმ მასალებსა და ფაქტებზე, რომლებიც დღევანდელ ბრიფინგზე „მაესტროს“ მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ გააჟღერა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ტელეკომპანიის თანამშრომელთა განცხადებაში.

https://youtu.be/zNDyov6X_e0

banner
წინა სტატიაშიმოდაში ღიპიანი მამაკაცები არიან
შემდეგი სტატიაძმები ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები განცხადებას ავრცელებენ