ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლებმა ჟურნალისტებს მიმართეს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლები, მამუკა ღლონტი და ეკა აკობია სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.

“მივმართავთ “მაესტროს“ ჟურნალისტებს. გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს “ქართული ოცნება“ “იმედის“ მეპატრონის, ირაკლი რუხაძის ხელით. მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში “ირაკლი რუხაძე და კომპანია“ აუცილებლად დაცლის ,,მაესტროს” პრინციპული ადამიანებისგან”,-ნათქვამია მიმართვაში.

banner
წინა სტატიაში“უნდა გვქონდეს კონკრეტული ფაქტები, რომ რაიმე განცხადება გავაკეთოთ” – სახალხო დამცველი რუსთავი 2-ის საქმეზე
შემდეგი სტატია(video) გიორგი ისაკაძე სასამართლოს მიმართავს