ტელეკომპანია „ჯიხა“ მაუწყებლობას 13 მარტს განაახლებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ააიპ ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრმა „ჯიხამ“ მიმართა განცხადებით და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამაუწყებლო საქმიანობის განახლება მოითხოვა. ტელეკომპანია „ჯიხას“ საკუთარი განცხადების საფუძველზე ავტორიზაცია 2016 წლის 19 აგვისტოდან ჰქონდა შეჩერებული.
კომისიამ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის განცხადება. „ჯიხა“ მაუწყებლობას მიმდინარე წლის 13 მარტიდან განაახლებს. კომპანია დღე-ღამეში 12 საათი იმაუწყებლებს და აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის (ააიპ „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“ წალენჯიხის მულტიპლექსი) საშუალებით იქნება.
კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე არის ავტორიზებული.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძეს პროკურატურა ორშაბათს დაკითხავს
შემდეგი სტატიაათასწლეულის გამოწვევის ფონდმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილ კონკურსში დააჯილდოვა