2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ტელეკომპანია “იმედს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ტოვებენ

ტელეკომპანია “იმედს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ტოვებენ.  განცხადება საჯარო რეესტრში დღეს შევიდა.

უფრო კონკრეტულად: 25 თებერვალს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ მიმართეს:  ირაკლი რუხაძემ (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), გიორგი ბახტაძემ, გიორგი კალანდარიშვილმა (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ „იმედის“ დირექტორი მაკა ლომიძე რჩება.

ოთხივე განცხადება რეესტრში ერთმანეთის მიყოლებით დარეგისტრირდა. იქ წერია, რომ პოსტების დატოვების გადაწყვეტილება მფლობელის შეცვლის გამო მიიღეს.

ცნობისთვის, მფლობელი შეიცვალა 20 დღის წინ,  გადადგომის შესახებ  განცხადებები კი დაწერეს,   ბრიტანული სანქციებიდან მეორე დღეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კორუფციის ბრალდებით საჰაერო ძალების და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები დააკავეს
შემდეგი სტატიასროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს