ტელეკომპანია იმედისგან მივიღეთ პროპაგანდისტული რუპორი – თინა ხიდაშელს პრემიერის არ სჯერა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, თინა ხიდაშელი, ამბობს, რომ დღეს პრემიერ კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება რუსთავი2-ის შესახებ მისთვის დაუჯერებელია. ხიდაშელმა უნდობლობის მიზეზად კი ტელეკომპანია იმედი მოიყვანა.

ხიდაშელი ამბობს, რომ იმედი კოალიცია ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. თუმცა, “ტელეკომპანიისგან მივიღეთ პროპაგანდისტული რუპორი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ამიტომ არ მჯერა გიორგი კვირიკაშვილის,” – განაცხადა ხიდაშელმა.

მანამდე ხიდაშელმა აღნიშნა, რომ “იმედი ისევე, როგორც რუსთავი2, ჩემი აზრით, იყო მოპარული ტელევიზია და ის დაიბრუნა მესაკუთრემ. მე იგივე პოზიცია მექნებოდა. კანონიერ მფლობელს უნდა დაბრუნდებოდა მოპარული ქონება”.

banner
წინა სტატიაში,,მე მიმაჩნია, რომ რუსთავი2 ეკუთვნის დავით დვალს”
შემდეგი სტატია,, სააკაშვილს და ნაცმოძრაობას დავპირდი, რომ ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ფორმით, რაც ხელმეწიფება”