ტელეკომპანია იმედის თანამშრომლები საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მაია თაბაგარის გათავისუფლებას ეხმაურებიან

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი. ქრონიკის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად.

მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია იმედში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქრონიკის მიერ გავრცელებული იფნორმაციით, საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, მაია თაბაგარი, არხის დირექტორის კონსულტანტის თანამდებობაზე გადადის, მის თანამდებობას კი ნანა ლეჟავა დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთანხმება გააფორმა
შემდეგი სტატიარადაში განაცხადეს, რომ ევროპამ უკრაინა გაყიდა