ტელეკომპანია „იმედის“ კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36-პროცენტიანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 13 პროცენტიანი

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

ტელეკომპანია „იმედი“ სოციოლოგიური კვლევის მორიგ შედეგებს ავრცელებს.

შედეგების მიხედვით, არჩევნებში სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემას აპირებს 59 % მათი ხმები კი, პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 36 % . „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13 %, „თავისუფალი დემოკრატები“ – 4 %, „ლეიბორისტული პარტია“ – 3 %, „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 2 %, „ნინო ბურჯანაძე გაერთანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 2 %,, სხვა პარტიები 2%, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ან უარს ამბობს პასუხზე 36%.

რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, მათი რაოდენობა, წინა კვლევასთან შედარებით, თითქმის 5 პროცენტით 41,3 -დან 36 %-მდე შემცირდა და ფაქტობრივად გაუტოლდა მმართველი გუნდის მხარდამჭერთა რიცხვს.

თუმცა, კვლევამ ასევე გაარკვია, ვისკენ, რომელი პარტიისკენ იხრებიან გადაუწყვეტელი ამომრჩევლები. მონაცემების ალოკაციისთვის ამ ადამიანებს დაუსვეს დამატებითი კითხვები, მონამცემები კი ასეთი – „ქართული ოცნება“ – 47 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 18 %, „თავისუფალი დემოკრატები“ – 6 %, „ლეიბორისტული პარტია“ – 5 %, „პატრიოტთა ალიანსსა“ და“ პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის“ ორივეს – 4 % აქვს. ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა – 2 %. სხვა პარტიები – 3 %. ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 11 % მდე ჩამოდის.

კვლევა კომპანია „ჯეი-პი-ემ სტრატეჯი სოლუშენმა“ 27-ი სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199-ი ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება 2,8%. საველე სამუშაო კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) “მე ვარ გივი თარგამაძე და არსებობდა ბაბუაჩემი გივი თარგამაძე, რომელიც გუშინდელი აფეთქებიდან ასიოდე მეტრში ჩაცხრილეს, მე არ გავჩერდები!”
შემდეგი სტატია“სამი დღე დამრჩა ზღვის გადმოლახვამდე” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მხარდამჭერებს