ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში „ცენზურის გარეშე“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.

 

https://youtu.be/7iHSIp6vupE

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ცეცხლს ნუ ეთამაშებით (video)
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მე არ მჭირდება ჰოლანდიური ვიზა