„ტელეიმედის“ თანამშრომელმა გიგი უგულავა სარედაქციო საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა

გიგი უგულავას ტელეკომპანია „იმედის“ სარედაქციო საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით ჩვენება ტელეკომპანიის რეჟისორმა თენგიზ მეზურნიშვილმა მისცა.

მოწმის განცხადებით, 2008 წლის ნოემბერში, როდესაც ტელეკომპანიას ალეკო ფარულავა ხელმძღვანელობდა, იგეგმებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის „იმედის“ დარბევის შესახებ სიუჟეტის ეთერში გაშვება.

მისი თქმით, საეთეროში იმყოფებოდა, როდესაც შეესწრო, თუ როგორ დაურეკა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელ ალეკო ფარულავას და მოუწოდა, „იმედის“ დარბევის შესახებ სიუჟეტი ეთერში არ გასულიყო.

მოწმის დაკითხვამ პროცესზე მხარეებს შორის კამათი გამოიწვია.გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასიალაიმ მოწმე ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ალეკო ფარულავა უგულავას მხრიდან მსგავს ზარს კატეგორიულად უარყოფს.

პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით კი, მოწმის ჩვენებამ უგულავას სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ფაქტი დაადასტურა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებას უგულავას წინააღმდეგ, ასევე სხვა მტკიცებულებებიც აქვს, მათ შორის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ფარული ჩანაწერები, სადაც ისინი უგულავას ახსენებენ, როგრც ტელეკომპანიიის საქმიაობაში მონაწილე პირს.

პროცესზე ტელეკომპანია „იმედის“ სამი თანამშრომელი დაიკითხა, ლევან ჯავახიშვილი, თენგიზ მეზურნიშვილი და თეა სიჭინავა.

banner
წინა სტატიაშინადეჯდა სავჩენკო კიევშია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა