21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

“ტელეიმედის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კომუნიკაციების კომისიის წევრად აირჩიეს

პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ანი ვაზაგაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ვაზაგაშვილი დღემდე ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „ტელეიმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და „მაესტროს” იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელია. 2019-2024 წლებში შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოში იურისტის თანამდებობას იკავებდა.
კომუნიკაციების კომისია 5 წევრისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილება 6 წლის ვადით განისაზღვრება. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად 2-ზე მეტი ვადით ვერ აირჩევა.

„მაუწყებლობის შესახებ კანონის” თანახმად, კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა − მმართველ თანამდებობაზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავი ჰგონია კინოში