14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

„ტელეგრაფი“: მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთმანეთის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, ნავთობის ფასები ისევ გაიზარდა

ჰორმუზის სრუტეში აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირების განახლების შემდეგ, ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა.

„ტელეგრაფის“ ცნობით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 2.9%-ით მოიმატა და თითქმის 103 დოლარს მიაღწია.

7 მაისის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 96 დოლარამდე იყო შემცირებული.

ღამით მკვეთრად დაეცა აქციების ფასები – იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ჰონგ კონგის საფონდო ინდექსები 1%-ზე მეტით შემცირდა.

banner
წინა სტატიაშიგელა ხასაიას ადვოკატი: საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა მძიმე, რთული, მაგრამ აუცილებელო გადაწყვეტილება იყო
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი: ევროპულ ღირებულებას აზიანებს სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატია