5.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 6, 2026
banner

Telegraph: ცუნამიმ რუსეთის აღმოსავლეთ აზიის წყალქვეშა ნავების ბაზა დააზიანა

გამოცემა Telegraph-ის მიერ მოპოვებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, ცუნამიმ რუსეთის აღმოსავლეთ აზიის წყალქვეშა ნავების ბაზა დააზიანა.

8.8 ბალიანი მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამიმ დააზიანა კამჩატკის ნახევარკუნძულზე განლაგებული Rybachiy-ს ბაზა, სადაც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ბირთვული წყალქვეშა ნავების უმეტესობაა განლაგებული.

დაზუსტებული არ არის, რამდენად სერიოზული ზიანი მიადგა ბაზაზე განლაგებულ წყალქვეშა ნავებს. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მიწისძვრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კამჩატკაზე სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშილანა ღოღობერიძე მზია ამაღლობელის საქმეზე – კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი!
შემდეგი სტატიაFlitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო