Telegram სპეცსამსახურებს შესაძლო ტერორისტების მონაცემებს გადასცემს 

მესენჯერმა Telegram  კონფიდენციალურობის პოლიტიკა სრულად განაახლა .

ერთ-ერთი ახალი პუნქტია წესი, რომლის თანახმადაც თუ პირი ტერორიზმში ეჭვმიტანილია, Telegram-ი სპეცსამსახურებს IP მისამართს და მომხმარებლის ტელეფონის ნომერს გადასცემს. ამისათვის აუცილებელია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, სამართალდამცველმა ორგანოებმა მოთხოვნა მესენჯერის ადმინისტრაციას გაუგზავნონ .

,,იმ შემთხვევაში, თუ Telegram-ი მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ტერორიზმში ხართ ეჭვმიტანილი, ჩვენ შეგვიძლია სპაცსამსახურებს მივაწოდოთ IP-მისამართი და ტელეფონის ნომერი. ჯერჯერობით მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა,მაგრამ თუ მოხდება, ინფორმაცია არხ @transparency-ზე გამოქვეყნდება მოხსენებაში, რომელსაც ნახევარ წელიწადში ერთხელ ვაქვეყნებთ” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

BBC-ის ინფორმაციით, Apple-ი უკვე აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის, რუსეთის, აშშ-სა და ესპანეთის მთავრობებთან. Microsoft, Facebook, Twitter-ი კი პირიქით, უარს ამბობენ მსგავს პარტნიორობაზე

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ქალაქში დელფინ ზაფერის გამო ცურვა აკრძალეს 
შემდეგი სტატიასკოლებში უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელებენ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე