ტელე “იმედის” საქმე – მურთაზ ზოდელავას დღეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან

მურთაზ ზოდელავას დღეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან. ყოფილ მთავარ პროკურორს ტელეკომპანია “იმედის” საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხავენ.

საგამოძიებო უწყებაში დაბარებას თავად ზოდელავა პოლიტიკური მოტივებით ხსნის და სამეგრელოში მის პარტიულ აქტივობას უკავშირებს. ზოდელავა ამბობს, რომ ე.წ. ტელე “იმედის” საქმესთან მას არანაირი შემხებლობა არ აქვს.

„მინდა გითხრათ პირდაპირ, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ სამეგრელოში არსებულ კორუფციაზე. ჩვენ არ ვილაპარაკოთ კარტერულ გარიგებებზე, რომლებიც აქ არის უხვად,“-აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

ყოფილ მთავარი პროკურორი პროკურატურაში 13:00 საათისთვის მიდის. ტელე “იმედის” საქმეზე პროკურატურამ ორი დღის წინ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ერეკლე კოდუას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოდის
შემდეგი სტატიართულად აღსაზრდელთა კლასში მასწავლებელი დაბრუნდა – ექსპერტები პოლიტიკაში ივანიშვილის მეორედ მოსვლას აფასებენ