21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

თელავის მუნიციპალიტეტისათვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი გამოუყო.

banner
წინა სტატიაშიუბედურ შემთხვევას გურჯაანში 60 წლის კაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირაკლი ფავლენიშვილი: მთავარი პრობლემა გახლავთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი