“ტეხავს”- მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში სიძულვილის ბანერების კიდევ ერთხელ გაკვრას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში სიძულვილის ბანერების კიდევ ერთხელ გაკვრას ეხმაურება და ამბობს, რომ “ტეხავს”, როცა მოშე კლუგჰაფტი არის მთავარი გენერალი ტვინების წინააღმდეგ ომის.

სააკაშვილის თქმით, წუხს, რომ ამ დონემდე მივიდა საქართველო და ეს “საგიჟეთი” უნდა დამთავრდეს.

“როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოაფინეს ისევ პლაკატები იქ მე ვარ ცენტრში, მაგრამ ამ პლაკეტების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრალეიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ.

როგორ ეზიზებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლიტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის რომ ჩვეულებრივად დაგასიაფანტებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ გიტყდებათ პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. მაგრად ტეხავს უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველანი ჩვენ და ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, ყველაფერს აქვს საზღვარი. წერტილი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვაინ კახეთმა“ თელავში ახალი საწარმოს მშენებლობა დაასრულა
შემდეგი სტატიასასტიკი ანგარიშსწორება პოლიტიკური არჩევანის გამო რუსთავში: “ეჭვი გვაქვს, “კასტეტით” არის ნაცემი