ტეხასში წყალდიდობის დროს დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, მათგან 15 ბავშვია

ტეხასში, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია. 30-მდე ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა.

რეგიონში ტრაგედია 4 ივლისს, მაშინ დატრიალდა, როცა მთელი ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა. მდინარე გუადალუპე ადიდდა და ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წყალდიდობის შედეგად დაკარგულების სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ 27 ადამიანს ეძებს, რომლებიც მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილ ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმ დროს იმყოფებოდნენ, როდესაც მდინარე ადიდდა.

ტეხასში სტიქიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმაროს.

მისივე თქმით, ტეხასში უკვე გაემგზავრა ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ბათუმში 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიარეალურად ყველაფერი заранееა დაგეგმილი – ირაკლი შაიშმელაშვილი არჩევნებზე