ტეხასში სტუდენტებს იარაღით სიარულის უფლება დართეს

ამერიკაში, ტეხასის შტატში 21 წელზე ზევით ასაკის სტუდენტებს უნივერსიტეტების შენობებსა და კამპუსებში იარაღით სიარულის უფლება დართეს -Associated Press-ი წერს.
ამასთანავე, იარაღის ღიად ტარება და მისი სპორტულ ღონისძიებებზე და ლაბორატორიებბში მიტანა ისევ იკრძალება.

კანონი ძალაში გუშინ, პირველ აგვისტოს შევიდა, ტეხასის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის 50 წლისთავთან დაკავშირებით, როცა 25 წლის სნაიპერი, ჩარლზ უიტმანი, რომელმაც წვრთნა საზღვაო ძალებში გაიარა, შენობის 27-ე სართულზე ავიდა და იქიდან დაიწყო ხალხის ხოცვა. შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 32 ჭრილობა მიიღო – Associated Press-ი წერს.

banner
წინა სტატიაში„ბატონი თავაძე, ბატონი ტურავა, ბატონი სიჭინავა და სხვები, ვინც პროცესი ჩაშალა, ურთმელიძის და მურუსიძის კოჰორტას შეუერთდნენ”
შემდეგი სტატიათბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი გახდა