ტეხასის სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო, შალვა პაპუაშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ განცხადებას პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„გულსატკენი სანახავია ტეხასის შტატში, უვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში მომხდარი გაუგონარი მასობრივი ტრაგედია, რომელსაც უდანაშაულო მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო მონაცემებით, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.

banner
წინა სტატიაშინუ გამომიყვანთ ისე, თითქოს ერთი სურვილი მაქვს ჩვენი ქვეყანა ბრძოლაში ჩავრთო და დაბომბილი დავინახო – რუსეთის ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით – ელისაშვილი
შემდეგი სტატიაომში 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა – ქედს ვიხრით მათ წინაშე, გმირები არიან – უკრაინის საელჩო