ტედროს ადანომ გებრეისუსი – უკრაინის მიმართ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მცირე ნაწილიც კი არ ეთმობა ეთიოპიას, იემენს, ავღანეთს, სირიას და სხვა ქვეყნებს

ჯანმოს დირექტორი

უკრაინის მიმართ მთელი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი მცირე ნაწილიც კი არ ეთმობა ეთიოპიას, იემენს, ავღანეთს, სირიას და სხვა ქვეყნებს, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, გაურკვეველია, მართლა აქცევს თუ არა მსოფლიო თანაბარ ყურადღებას შავკანიანებისა და თეთრკანიანების ცხოვრებას. გებრეისუსმა ​ასევე გააკრიტიკა პრესა ეთიოპიაში მიმდინარე სისასტიკეების არასათანადოდ გაშუქების გამო და აღნიშნა, რომ რეგიონში ხალხი ცოცხლად დაწვეს.

„ზოგი უფრო თანასწორია ვიდრე სხვები და როცა ამას ვამბობ, ეს მტკივა, რადგან მე ამას ვხედავ“, – თქვა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

banner
წინა სტატიაშიკლიჩკო – კიევი ნელ-ნელა ცხოვრებას უბრუნდება – გზებზე საცობები იზრდება, ქუჩებში მეტი ხალხია
შემდეგი სტატიაგაერო – ომის დაწყებიდან უკრაინაში 2000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა