14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

 თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

 თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის N 133 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმის და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველისა რეალიზაცია სატრანსპორტო საშუალებებიდან ხდებოდა.
ინდივიდუალური მეწარმეები (ნ.ტ., კ.ხ, მ.ს) და ბიზნესოპერატორები (შპს„ზურა თელეთი“ ,შპს „კუმისი“) , ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდნენ.
ამავდროულად გამოვლინდა მაღალი რისკის სურსათის შენახვა/რეალიზაციის და მიკვლევადობის წესების დარღვევა.
 კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თავი შეიკავოს სურსათის შეძენისგან იმ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები, ხოლო ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიReuters: ირანი ესკალაციისთვის მზად არის, თუ აშშ-სთან დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს
შემდეგი სტატია“ივანიშვილისთვის “უანგარო” სამსახური ასე დასრულდება”- დეკანოიძე