თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახური საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

sagangebo situaciis samsachuri

sagangebo situaciis samsachuriდღესასწაულებზე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახური. მაშველები მზად არიან მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ. მაშველები თბილისელებს შუშხუნებისა და მაშხალების გამოყენებისას ინსტრუქციის დაცვას სთხოვენ და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ანალოგიური განცხადებით დედაქალაქის მცხოვრებლებს მიმართა თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც. მისივე თქმით, თბილისის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ფეიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება და სადღესასწაულო დღეების გარდა, დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფეიერვერკის გამოყენება შეიზღუდება.

banner
წინა სტატიაშისაახალწლო კონცერტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართება
შემდეგი სტატიაახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება