21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს

გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს.

დედაქალაქში განხორციელებული თუ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენისას, თბილისის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და შემდგომ გადაწყვეტილებებს სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე იღებს.

ბუნებრივია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაციაც დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება — ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები.

აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები სწორედ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება,-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიადვოკატი აცხადებს, რომ უცნობი Facebook მომხმარებლის IP მისამართი უკვე დადგენილია
შემდეგი სტატიაარჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: როცა კორუფციული დანაშაული აღიარებული გაქვს, რა პოლიტიკაში მობრუნებაზეა საუბარი