Tbilisi Newcomer 2022 ცნობილია

Tbilisi Newcomer 2022 მემე ჟორდანია გახდა. მემე ბენდთნ ერთად Tbilisi Open Air-ზე ფესტივალის პირველ დღეს, 24 ივნისს დაუკრავს. Tbilisi Open Air-ის Singer Stage-ზე დაუკრავს Newcomers-ის 2 ფინალისტი – ‘პელარგონია’ და ‘პროცესი’.

Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას. ეხმარება ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას წარმოუდგინონ თავიანთი ახალი ნამუშევრები.

თიბისი დგას ახალი თაობის გვერდით და აქტიურად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. ის ახალი თაობისთვის შექმნილი მრავალი პროექტის მხარდამჭერი და იდეის ავტორია. თიბისისთვის მნიშვნელოვანია კულტურის განვითარება და წინსვლა. სწორედ ამიტომ, თიბისი კვლავ, Tbilisi Open Air 2022-ის მთავარი პარტნიორია.

2022 წელს Newcomers-ის ფინალისტებიდან რჩეული პროექტები გამოავლინა ROKVA Festival-მაც – ‘პროცესი’ ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს, Ly Sas – ღამის სცენაზე.

Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს თანამშრომლობის მიზანია, რაც შეიძლება დიდ აუდიტორიას გავაცნოთ პერსპექტიული მუსიკოსები და დავეხმაროთ პროექტებს თავის დამკვიდრებაში.

ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება ფესტივალის ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს.

წინა სტატიაშიმარნეულში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
შემდეგი სტატიათუ იარაღის მიწოდების სიჩქარე კვლავ ასეთი იქნება, ღამის სირენები იავნანად იქცევა – პოდოლიაკი