თბილისში, დიღმის მასივში ძმები ატარშიკოვების მკვლელობის საქმე გახსნილია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2015 19:12

თბილისში, დიღმის მასივში ძმები ატარშიკოვების მკვლელობის საქმე გახსნილია

მნიშვნელოვანი

  • ძმები ატარშიკოვები სავაურაუდოდ წუხელ მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, ძმები ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს. თუმცა მეზობლები აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

სხვა სტატიები

თბილისში, დიღმის მასივში ძმები ატარშიკოვების მკვლელობის საქმე გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი.

ამის შესახებ “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს.

“საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი,” – განაცხადეს შსს-ში.

ძმები ატარშიკოვები სავაურაუდოდ წუხელ მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, ძმები ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს. თუმცა მეზობლები აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით კი, გარდაცვლილ ძმებს სხეულზე ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ.

ალექსანდრე და დენის ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 3, 2015 19:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics