TBC-ს ბანკში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

TBC-ს ბანკში ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების თანახმად, 3 იანვარს თბილისში, TBC ბანკის სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და მიიმალა.

პროკურატურამ დაადასტურა, რომ იარაღი, რომელიც ბრალდებულს ჰქონდა, ნამდვილი არ იყო.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიარუსეთში სასულიერო პირს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა, მსახურება აუკრძალეს