TBC ბანკის საქმე – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივიდნენ

მამუკა ხაზარაძე პარლამენტში მივიდა. ის და „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე დეპუტატებს საქმესთან დაკავშირებით დეპუტატებს ინფორმაციას მიაწვდიან.

მამუკა ხაზარაძეს კომიტეტის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მან თქვა, რომ განცხადებას, პარლამენტში სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

„შევალ სხდომაზე, ვიტყვი სიტყვას და მერე გამოვალ,“ – განუცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

პარლამენტში იმყოფება ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას არ აპირებდა, თუმცა დეპუტატების მწავე შეფასებების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიდევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება
შემდეგი სტატიაგთხოვთ, ტონი შეარჩიოთ, აქ დარჩებით იქამდე, სანამ ყველა შეკითხვას პასუხს არ გასცემთ – სამადაშვილი გვენეტაძეს