TBC ბანკის ხელმძღვანელებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას ყველა ინსტიტუტის მხრიდან – ბოკერია გვენეტაძეს

„ის, რაც აქ მოვისმინეთ იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ “თიბისი ბანკის” ხელმძღვანელებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ყველა ინსტიტუტის მხრიდან,“ – ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუსმინეს, გიგა ბოკერიას გაუმყარდა შთაბეჭდილება, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე პოლიტიზირებულია.

ბოკერიას თქმით, როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ სახელისუფლებო ინსტიტუტები ბიზნეს საქმიანობაში ერევიან, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

„თუ შესაძლებელია ასე უტიფრად ერთი კაცის და სახელმწიფო მანქანის დაკვეთით, კონკრეტულ კომერციულ სტრუქტურას და მის ხელმძღვანელებს გაუსწორდნენ და ყველა ინსტიტუტი დადგეს მწყობრში და ამას მოემსახუროს, ეს არის პრობლემა ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ თქვენ, როცა ასეთი აშკარა ფაქტებია, როცა მინიმუმ, ასეთი კითხვის ნიშნები არსებობს პროკურატურის მოქმედებების მიმართ, პარლამენტის ვალია, რომ შექმნას კომისია და გამოიძიოს ეს საქმე,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიცინიზმი და ეპისტოლეებით ადამიანების ხმების მონადირება – თინა ბოკუჩავა ივანიშვილის ღია წერილზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი ქობულია – ვეთანხმები აზრს, რომ ჩვენთან დემოკრატიის განვითარება უსწრებს ეკონომიკის განვითარებას, რაც არის საკმაოდ არაჩვეულებრივი