„ტავ-ჯორჯია” – თბილისის აეროპორტში პრობლემა სრულად 12:00 საათისთვის აღმოიფხვრება

ამ ეტაპზე, თბილისის აეროპორტში სარეგისტრაციო სისტემა ყველა კომპანიას შეუფერხებლად მიეწოდება, – ამის შესახებ ”ტავ-ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, სარეგისტრაციო სისტემას პრობლემა მხოლოდ თბილისის შემომავალ ხაზზე შეექმნა და სულ 7 ავიაკომპანიის რეისების შეფერხება გამოიწვია.

მისივე თქმით, შეფერხების შესახებ შეტყობინება წუხელვე ეცნობა სარეგისტრაციო სისტემის წარმომადგენელ კომპანიას მონრეალში. როგორც თეა ზაქარაძემ აღნიშნა, თბილისის აეროპორტში პრობლემა სრულად 12:00 საათისთვის ამოიწურება.

”ღამის 02:00 საათიდან იყო სისტემური შეფერხება. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ეს არის ”სიტა სისტემა”. პრობლემა შეექმნა თბილისის შემომავალ ხაზს. ეს იგივეა, რომ გაითიშოს ინტერნეტი. დაგვიანება რეისებზე მაქსიმუმ 1 საათი და 20 წუთი იყო და 7 ავიაკომპანიას შეექმნა სისტემური შეფერხება”, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილო კორეა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშისთვის მზად აგვისტოს შუა რიცხვებში იქნება
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება