,, ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პირებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სწორი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია”

„ის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნა და ჩვენ ვიყავით ინიციატორები, ამის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი და გამოძახილია ამ ადამიანების მიმართ საერთაშორისო დევნის დაწყება. ეს არის კარგი გზავნილი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებებს არღვევენ, რომ მათაც იგივე ბედი ელით. კარგი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას გადახედოს.

„ველოდებით მთავრობის მხრიდან რეაგირებას. მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც არ შეიყვანეს სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საუბარია „ეფ ეს ბეს“ ძალების წარმომადგენლებზე, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ეფექტიან კონტროლს ე.წ. საზღვარზე, საოკუპაციო ხაზზე. ისინი არიან პასუხისმგებელი ჩვენი მოქალაქეების გატაცებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა თუ მკვლელობაზე. სამწუხაროდ, ისინი არ შეიყვანეს ოთხოზორია-ტატუნაშვილისსიაში და შეიყვანეს პირები, რომლებიც გარდაცვლილი არიან. სია უნდა გადაიხედოს და ეს შეცდომა გამოსწორდეს“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიავღანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი პირი დაიღუპა.
შემდეგი სტატიატაივანსა და ფილიპინებში ძლიერი ქარიშხალია (ფოტო)