ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეებზე, პროკურატურა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ატარებს

არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ​ბაშარულის საქმეების გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წერილობით ანგარიშში მოხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ხდება იმ უკანონობის დეკლარირება, რომელიც ჩადენილ იქნა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ –განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
„ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ხდება იმ უკანონობის დეკლარირება, რომელიც ჩადენილ იქნა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება“, – აღნიშნა შოთაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელშიც ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეებიც მოხვდა

banner
წინა სტატიაშიხანძარი თბილისში – ცეცხლი მთის ფერდობზე საფლავების ტერიტორიას უკიდია
შემდეგი სტატია“მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა…ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში!”