“ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია და მხოლოდ საექსპერტო მასალებია გაგზავნილი რუსეთში” – სუს-ის წარმომადგენელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია და მხოლოდ საექსპერტო მასალებია გაგზავნილი რუსეთში.

კახა ქემოკლიძე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრას ესწრება.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დაისმება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს მართლმსაჯულებისთვის გადაცემის საკითხი, ასევე საუბარი იქნება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა.

banner
წინა სტატიაშიდაკავება თბილისში – ქავთარაძეზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებები ამოიღეს
შემდეგი სტატიაბაკალავრიატზე სწავლების ხანგრძლივობა 3 წლამდე, მაგისტრატურაზე კი – 1 წლამდე მცირდება