25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ტატა ხვედელიანი: საკადრო ცვლილებები ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის კომფორტს და „ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გახანგრძლივებას

„გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის, ტატა ხვედელიანის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილის დანიშვნა, ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის კომფორტს და „ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გახანგრძლივებას.

აღნიშნულ საკითხზე ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„მთავრობაში ბოლო წლებში მომხდარი გადაადგილებები არ ემსახურება მთავარს – ჩვენი მოსახლეობის ინტერესს. ეს ემსახურება კონკრეტულად ერთი ადამიანის კომფორტს და „ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გახანგრძლივებას. შესაბამისად, ეს გადადგილება არის კონკრეტული მიზნებისთვის. ეს გადაადგილება არ გვაუწყებს იმას, რომ ჩვენი მთავრობისთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი. ეს გადაადგილებები და არსაიდან მოსული ადამიანებიც ამიტომ ინიშნებიან ასეთ საკვანძო, უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე მაშინ, როდესაც სუს-ის უფროსის მოადგილეობა არის ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. ამ პოსტზე ინიშნება ადამიანი, რომელიც ივანიშვილის მხრიდან პირადი ნდობის ფაქტორით არის შერჩეული და მისი დანიშნული არის ფაქტობრივად.

ეს საკადრო ცვლილება ნიშნავს იმას, რომ გაკონტროლდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე და მისი საქმიანობა. ქვეყანაში ყველა და ყველაფერი კონტროლდება, რადგან ივანიშვილს სურს, რომ მთელი სისტემა მასთან დაქვემდებარებული იყოს.

დღეს ჩვენს ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ხალხს არ ემსახურება, ემსახურება მხოლოდ ამ ადამიანის კომფორტს. ემსახურება „ოცნების“ ძალაუფლების და ძალადობრივი რეჟიმის გახანგრძლივებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ს მართავდა ივანიშვილის დაცვის წევრი ვახტანგ გომელაური, რომელიც როგორც კი არ დასჭირდა, რაში გამოიყენა? ვახტანგ გომელაურმა გაამყარა შეთითხნილი ბრალდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ და მოწმე არის ამ საქმეში.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც კი არ დასჭირდება ხოლმე რომელიმე მაღალჩინოსანი, მაშინვე თანამდებობიდან ათავისუფლებს, როგორც ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილი (მეტსახელად „ხარება“) შემთხვევაში გააკეთა.

რას დაამსგავსეს დღეს სამართალდამცავი სტრუქტურა. ჩვეულებრივად მოძალადეების ხელშია“, – განაცხადა ხვედელიანმა.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი კირცხალიას უპასუხა. ტატა ხვედელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი არის სისტემური დანაშაულის დადასტურება, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში „ოცნების“ მხრიდან არსებობს.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგიგა ფარულავა: ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ მორიგი ჩავარდნა აქვს „ქართულ ოცნებას“