26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ტატა ხვედელიანი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: სალაპარაკო აღარაფერი აქვთ, კითხვებზე პასუხების ნაცვლად ძალადობა აირჩიეს

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი ტატა ხვედელიანი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას „სისტემურ დანაშაულს“ უწოდებს.

“ეს არის სისტემური დანაშაული და ეს ფაქტია. საქართველოს პარლამენტში მომხდარი ძალადობა არ იყო სიახლე, თვეების განმავლობაში ადამიანები უფრო უარეს ტკივილს და უარეს მდგომარეობას განიცდიდნენ. 500-მდე დაზარალებული დაზარალებული გვყავს და ხუთი დასჯილი ისიც იმიტომ, რომ ჟურნალისტებმა უფრო ადრე შეიტყვეს მათი ვინაობის შესახებ და ამ ხუთ ადამიანზე გადაატარეს ქართველი ხალხის ტანჯვა-წამება. ეს არის რეალობა და ეს არის მძიმე ბრძოლა.

მოხდა ის, რაც მოხდა, ფაქტობრივად, ჩვენ დავინახეთ გაშიშვლებული სისტემა. „ოცნება“ გეუბნებათ, რომ თქვენ ან ციხეში ჩაგსვამთ ან იძალადებს თქვენზე. მათ სალაპარაკო აღარაფერი აქვთ, მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ.

პრემიერ-მინისტრს რომ არ ჰქონდა პასუხები შეკითხვებზე, ამიტომაც ბატონმა გენერალ-კოორდინატორმა [მამუკა მდინარაძე] დააორგანიზა[ძალადობა]. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ როდესაც პრემიერი მოდიოდა ანგარიშით, მას ვერ ექნებოდა პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენ. მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად ეს სირცხვილი ჩამოერეცხა კობახიძისთვის და გასცა ბრძანება, რომლის აღსრულებაც დაიწყო ხელაძემ და შემდგე უკვე კოლექტიური არჩილ გორდულაძეები თავს დაესხნენ ორგანიზებულად ჩვენს ფრაქციას და არ არჩევდნენ არც ქალს და არც კაცს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.

banner
წინა სტატიაშიჰორმუზის სრუტეში 8 500-ზე მეტი მეზღვაური ჩაიხერგა — ირანის მუქარის გამო მათი ევაკუაცია ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიაექიმ, ანი ქავთარაძის ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას კლინიკა „ვივამედში“ , სავარაუდოდ, ხვალ გადაიყვანენ