11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ტატა ხვედელიანი: “ოცნება” გაურბის ამ საქმის მთავარი ფიგურანტების ივანიშვილის, კობახიძის და მდინარაძის დაკითხვას

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, “ოცნება” გაურბის ამ საქმის მთავარი ფიგურანტების ივანიშვილის, კობახიძის და მდინარაძის დაკითხვას.

“დღეს გახარიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა 20 ივნისის საქმეზე. დაიკითხა ორი დაზარალებული მოწმე.

ცხადია, ზიანის მიყენების ფაქტი ფაქტია და კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს. უფრო მეტიც, გახარიას პრემიერობის დროს დაიწყო პროკურატურამ გამოძიება გადაცდომებზე და შესაძლო დანაშაულებზე და ამისთვის ხელი არავის შეუშლია.თუმცა, ვერც ერთი მოწმე ვერ ადებს ხელს გიორგი გახარიას, ისინი ვერ ამბობენ იმას, რომ გახარიამ დააორგანიზა მათი ჯანმრთელობის დაზიანება. უფრო მეტიც, სასამართლოზე პროკურორები ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათივე მოწმეებისთვის სიმართლის თქმაში.

“ოცნება” გაურბის ამ საქმის მთავარი ფიგურანტების ივანიშვილის, კობახიძის და მდინარაძის დაკითხვას. იმ, ადამიანების ვინც დააორგანიზა გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა, ვინც უმასპინძლა მას, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა”,_ აცხადებს ტატა ხვედელიანი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაგიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა