25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ტატა ხვედელიანი: ნებისმიერი თემა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი სამთავრობო გუნდი შეეხო, ჩააფლავეს

ნებისმიერი თემა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი სამთავრობო გუნდი შეეხო, ჩააფლავეს , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ტატა ხვედელიანის თქმით, „ქართული ოცნება“ დასცინის გაჭირვებულ მოსახლეობას, როდესაც ამბობენ, რომ პარლამენტში კომისია ფასების დაკლების მიზნით კი არ შეიქმნა, არამედ შესასწავლად.

„შეხედეთ საგარეო ურთიერთობებს, ჩვენ საერთოდ ვექტორი აღარ გვაქვს, აღარ გვაქვს არავითარი წინსვლა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ძალიან დიდ სარგებლებს გვაწვდიდნენ. ფასების მიმართულებით, ეკონომიკური მიმართულებით, თავს იწონებენ ეკონომიკური ზრდით მაშინ, როდესაც ინიციატივა ფასების კლებაზე, პირიქით მოუბრუნდათ ჩვენ მოქალაქეებს ფასების მომატების შედეგით.

როდესაც პასუხისმგებლობიანი მთავრობა ხარ და აანონსებ ფასების შემცირებას, ხოლო ახლა საკუთარი ქმედებებით ფაქტობრივად დასცინიან ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას. ბატონი ბერეკაშვილი ოფიციალური მილიონერია და საქართველოს პარლამენტშია, კომისიას ხელმძღვანელობს, დასცინის მოსახლეობას მაშინ, როდესაც იძახის, რომ ჩვენ ფასების დაკლების მიზნით კი არ შევქმენით კომისია, ფასების შესასწავლად შევქმენითო. ბოდიში, შეკითხვა მაქვს, აქამდე, 14 წელი რას აკეთებდნენ, სად იყო კონკურენციის სააგენტო, რომელმაც ყოველდღიურად უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. ჩვენ მათ ყოველდღიურად ვეუბნებით, არ გამოვა, მათი კორუმპირებულობის ფონზე ფასების შემცირება შეუძლებელია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: შიო მესამეს შეუძლია, თხოვნით მიმართოს მას, ვისაც ძალაუფლება აქვს, სთხოვოს, რომ გაათავისუფლოს დაკავებული პირები
შემდეგი სტატიაპიტ ჰეგსეტი: ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსაახლებლად კონგრესის ნებართვა არ სჭირდება