6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ტატა ხვედელიანი: ხელისუფლება ზრდის ტარიფებს, რათა ბიუჯეტი შეავსონ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი ეხმაურებს ექვს წელზე ძველი ავტომობილების იმპორტზე განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფის დაწესებას ეხმაურება.

„ოცნებამ ექვს წელზე ძველი მანქანების იმპორტი უნდა ავკრძალოთო.ამ ინიციატივით გამოწვეული ხმაურის ჩახშობა „ოცნების“  მაშველმა რგოლმა ხუნდაძემ სცადა, რომელის ხალხს დაპირდა რომ მოლაპარაკებებით საკითხს დაალაგებდა. ხოდა თურმე ბატონმა ხუნდაძემ მართლაც დაალაგა. ექვს წელზე მეტი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება. სანაცვლოდ კი მათი  განბაჟების ტარიფი ექვსჯერ გაიზრდება. ამ ცლვილების საჭოროება ბატონმა კობახიძემ ახსნა, ეკოლოგიაზე უნდა ვიზრუნოთო. ძალიან მარტივ კითხვას დავსვამთ ბატონო კობახიძე თუ იგივე მანქანა ქვეყანაში მაინც შემოდის და უფრო ძვირი ჯდება მისი განბაჟება, გაზრდილი ტარიფით განბაჟებული მანქანები აღარ გამოყოფენ გამონაბოლქვს?  აღრა აბინძურებენ გარემოს? რეალურად ეს არის მორიი ფინანსური ტვირთი ხალხისთვის. ხელისუფლება ზრდის ტარიფებს, რათა ბიუჯეტი შეავსონ და მათთვის მეტი მოსაპარი ფული იყოს. კორუმპირებული ოცნება თავის წევრებს პრობლემას არ შეუქმნის, რადგან მისი წევრები ისედაც ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან ჩვენს ქალაქში. პრობლემა კი შეექმნება რიგით მოქალაქეებს, ვისაც სჭირდება შედარებით ხელმისაწვდომი ავტოსატრანსპორტო საშუალება სამუსაოდ გადასაადგილებლად ან ოჯახის სარჩენად“,_ აცხადებს ტატა ხვედელიანი.

შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე, დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი. ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული – 1 კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ეს პროექტი არის დადასტურება, რომ საქართველოში ყველაზე ამბიციური იდეების სწრაფი განხორციელება რეალურია
შემდეგი სტატია“ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული”- კობახიძე