ტატა ხვედელიანი – გვიხარია, რომ „ლელომ“ ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლისთვის აირჩია პრაგმატული, თანმიმდევრული პოლიტიკა და მშვიდობიანი ინსტრუმენტი

გვიხარია, რომ „ლელომ“ ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლისთვის აირჩია პრაგმატული, თანმიმდევრული პოლიტიკა და მშვიდობიანი ინსტრუმენტი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ „ლელო“ შეუერთდა „გახარია – საქართველოსთვის“ პოზიციას, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

„მივესალმებით პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. გვიხარია, რომ მათ აირჩიეს პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკა, ასევე ინსტრუმენტი, რომელიც გახლავთ მშვიდობიანი იმისთვის, რომ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობა. დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ვემზადებით თვითმართველობის არჩევნებისთვის და მივესალმებით, რომ „ლელოც“ შემოგვიერთდა ამ პოზიციაში“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: საქართველოში არსებული ვითარება მხოლოდ პოლიტიკის ამბავი კი არ არის — ეს სინდისის გამოცდაა და ამავდროულად მორალური, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ემსახურება ან ჭეშმარიტებას/სიმართლეს, ან სიცრუეს
შემდეგი სტატიაირაკლი მიმინოშვილის დედა: არ დაგინახოთ არსად, სადაც მე ვიქნები!!!