კახა კალაძე: ტარიფების ზრდა არ იქნება

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი როდის იქნება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ენერგეტიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება. კალაძე ასევე ოპონენტების ბრალდებებსაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ როგორც მინისტრმა მან უნდა უზრუნველყოს მოსახლეობა ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით.

“ახლა ძალიან მძიმე პერიოდია. ოპოზიციასთან დაახლოვებული ადამიანები ცდილობენ გადაიყვანონ ეს მოლაპარაკებები პოლიტიკურ სიბრტყეში. მე პრაგმატულად ვუყურებ ამას. რადგან ვიცი რასაც ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, საქართველოსთვის. როგორც მინისტრმა მე უნდა ვუზრუნველყო ჩემი ხალხი ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით. აირი რომ არ ყოფილიყო და ვერ მიგვეღო საქართველოს ბაზრისთვის საჭირო მოცულობები შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ენერგეტიკის მინისტრი კალაძე ვერ უმკლავდება დაკისრებულ მოვალეობებს. მაგრამ ჩვენ შევაფასეთ ყველანაირი რისკი”, – აცხადებს ვიცე-პრემიერი რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

კითხვაზე, ხომ არ დარჩებიან ქართველები სითბოს, ელექტროენერგიის გარეშე და ხომ არ გაიზრდება ტარიფები, მინისტრი აცხადებს, რომ ტარიფები არ გაიზრდება.

“ტარიფების ზრდა არ იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„მაგრად მუშაობთ რა, ადამიანს დაეხმარეთ ჩასვლაში ჯობია”- გარდაბნის საკრებულოს წევრი ჟურნალისტს მიმართავს
შემდეგი სტატიაიანს სტოლტენბერგი: რუსეთმა ძალა საქართველოში 2008 წელს გამოიყენა