ტარიელ ნაკაიძე – ვიდრე პარლამენტი არ შემიწყვეტს უფლებამოსილებას, მივიღებ ხელფას

„ევროპული საქართვლოს“ წევრი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ვინაიდან ამ დრომდე არ მოხერხდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება, მეტი პოლიტიკური ბრძოლის გასაგრძელებლად გადაწყვიტა, ხელფასი აეღო.

„რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი პარლამენტიდან, მთხოვდნენ, რომ გამეგზავნა ანგარიშები, რათა მომხდარიყო ანგარიშზე ჩარიცხვა ჩემი კუთვნილი ხელფასის, რომელიც პრაქტიკულად ვთვლი, რომ წესით არ უნდა გვეკუთვნოდეს, რადგან რამდენიმე დღის წინ მივმართეთ პარლამენტს, რომ შეგვიწყვიტონ უფლებამოსილება. ვინაიდან არ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება, გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი მე მიმეღო არა იმიტომ, რომ წამეღო სახლში, არამედ გამეგრძელებინა უფრო მეტი პოლიტიკური ბრძოლა.

ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურია. ჩემი გადასახედით, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, დავეხმარო მათ, ვინც დღეს „ქართული ოცნების“, ივანიშვილის მიმართ ბრძოლაში დაუღლელად შრომობენ, ადამიანებს, აქტივისტებს, რომლებსაც უჭირთ და არ აქვთ საშუალება. გადავწყვიტე, მიმეღო ეს ხელფასი, როგორც ხელფასი და არა ხელფასი ჩემთვის, არამედ მიმეღო, როგორც დახმარება ადამიანებისთვის და გადავურიცხო ორგანიზაციას ,,მოძრაობა საქართველოსთვის“, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის.

ეს ჩემი არჩევანი არ იყო და მაქსიმალურად ვცდილობ, აქტივისტები იყვნენ დაცლილი პოლიტიკური, პარტიული კუთვნილებისგან, თავისუფლად, ვისაც ნამდვილად სურს, უპარტიოდ მოიტანოს ცვლილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. ვცდილობ, მაქსიმალურად დავეხმარო მათ. სანამ პარლამენტი არ შემიწყვეტს უფლებამოსილებას, მანამ მივიღებ ამ ხელფას და გადავურიცხავ იმას, ვინც ცვლილებებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ნაკაიძემ.

banner
წინა სტატიაშივაჟა გაფრინდაშვილი ანტისაოკუპაციო აქციას შეუერთდა
შემდეგი სტატიავისაც უნდა, რა ფორმითაც უნდა, იმ ფორმით დახარჯავს ამ რესურს სწორ საქმეზე – ბოკერია საპარლამენტო ხელფასებზე