ტარიელ ხეჩიკაშვილი: ბავშვებს სტადიონის გარეშე არ დავტოვებ

აუცილებელია მოიძებნოს ალტერნატიული ფართი, თუ მერიამ სტადიონის დემონტაჟის ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს სპორტის სამინისტროსთან განუცხადა, სადაც სკოლა “ოლიმპის” მოსწავლეებისა და მშობლების მორიგი აქცია გაიმართა.
ხეჩიკაშვილი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს ვარჯიშში პრობლემები არ უნდა შეექმნათ.
“ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას იფიქრებს, რომ აუცილებელია ბავშვებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება. არ უნდა შეწყდეს არც ერთი სპორტული აქტივობა ბავშვების მხრიდან”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
მისი განმარტებით, დაელოდება აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას.
“ბავშვებს სტადიონის გარეშე არ დავტოვებ”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანის მხრიდან ადგილი აქვს უღირს და ამორალურ საქციელს – ქუთაისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავატიკანი Charlie Hebdo-ზე ტერორისტი-ღმერთის დახატვის გამო გაბრაზდა