ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება 21 აგვისტოდან, თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის გარდა, 21 აგვისტოდან, თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მძღოლებს ნებართვის მიღების პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა, ხოლო იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველი ოქტომბრიდან ტაქსით მომსახურება უკვე ლიცენზირებული საქმიანობაა. ამ ეტაპისთვის, უკვე 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. ამ მიმართულებით, სიახლე გვაქვს. გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან და 21 აგვისტოდან, ნებართვის აღება ასევე, თბილისის იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი. მინდა, თეა წულუკიანს თანადგომისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება ასევე, თბილისის ათივე გამგეობაში არის შესაძლებელი.

„პირველი ოქტომბრიდან, ვისაც ლიცენზია არ ექნება, შეუძლებელია, მან ეს სერვისი განახორციელოს. ამიტომ, იაქტიურეთ, რეგისტრაციის დრო ჯერ კიდევ არის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოწესრიგდა
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა