ტაქსის მძღოლებისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტირება უფასოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ცნობით, ტაქსის მძღოლებისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტირება უფასოა და ეს დღეს ოფიციალურად გაჟღერდება. ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“დღეს გაჟღერდება ოფიციალურად, რომ ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან, მათთვისაც ტესტირება იქნება აბსოლიტურად უფასო და მიბრძანდნენ ჩაიტარონ”. – ამბობს იმნაძე.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზადაა, რომ ახალ კორონავირუსზე, დღეში 20 000 პირი გატესტოს, ამიტომ, იმნაძის განმარტებით, მიმართვიანობა, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც, უნდა გაიზარდოს, თუ “ოდნავი ეჭვი მაინც არსებობს”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არ იქნება არანაირი სრული „ლოქდაუნი“ და შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით, თუ ფეხით; მივყვებით გეგმას და ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება
შემდეგი სტატიაგახარია: სოციალური დახმარება და სოციალური მდგრადობა 2021 წლის განმავლობაში იქნება საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა