ტაქსის მძღოლებისთვის 1-ელ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა არ განიხილება! – ხმალაძე

news
ავტ.: news ოქტომბერი 3, 2019 11:11

ტაქსის მძღოლებისთვის 1-ელ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა არ განიხილება! – ხმალაძე

ტაქსის მძღოლებისთვის 1-ელ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა არ განიხილება! – ასე პასუხობს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ოპოზიციის მოთხოვნებს 1-ელ ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმები ტაქსის მძღოლებს ჩამოეწეროთ. როგორც ხმალაძე აცხადებს, ჯარიმების ჩამოწერა არ იგეგმება და თუ რომელიმე მძღოლი რეგულაციას დაარღვევს, დაჯარიმდება.

“სხვანაირად გამიკვირდებოდა კიდეც, სხვა რამ რომ ეთქვათ. რასაკვირველია, ამას მოითხოვს ოპოზიციამ რაც კარგი კეთდება ეს მათ არ ახარებთ და რატომღაც არ უნდათ გაიგონ რა არის კარგი ქალაქისთვის. კარგი არის ის, რომ ჩვენ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, გავატაროთ ის რეფორმები, რომელიც გაზრდის და აამაღლებს სტანდარტს ქალაქში როგორც მუნიციპალური სერვისების, ასევე ყველა იმ სერვისის, რითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. როდესაც არსებობს საზოგადოების მხრიდან დაკვეთა უკეთეს სერვისებზე, უკეთეს ხარისხზე, ამას სჭირდება უფრო მაღალი სტანდარტი და შესაბამისი რეგულაცია. ის პოპულიზმი, რითაც ოპოზიცია არის დაკავებული, მოსალოდნელია ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდებოდა სხვა რამ რომ ეთქვათ. ჯარიმები გააუქმეთო, მაგასაც იტყვის, გააუქმეთო, მაგასაც და ცუდი იყო ეს ყველაფერიო -მაგასაც.

რასაკვირველია, არაფრის გადავადებას არ ვაპირებთ, დადგა უკვე პირველი ოქტომბერი. ჯარიმები ულიცენზიო „ტაქსაობაზე“ აქამდეც იწერებოდა. თუ იქნება ფაქტები ამის შემდეგაც დაიწერება. ყველა ადამიანი, ვინც ტაქსის მომსახურებას წევდა, იყო გაფრთხილებული, რომ 1-ელი ოქტომბრიდან კატეგორიზებული ნებართვით უნდა გაეწია მომსახურება. ჩვენ რომ არ გაგვეფრთხილებინა ეს ხალხი და ისე დაგვეწერა ჯარიმა, ლეგიტიმური იქნებოდა მოთხოვნა გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მოსდიოდათ სმს-ები და ვაფრთხილებდით აეღოთ ვაუჩერები და გადაეთეთრებინათ მანქანები. თუ ამის მიუხედავად ადამიანმა გადაწყვიტა მაინც დაარღვიოს რეგულაცია, ამ შემთხვევაში ჯარიმა გამოიწერება. არც განხილულა რაიმე ფორმით ჯარიმის ჩამოწერა. მეტიც, თუ ექნება ადგილი დარღვევებს მოყვება შესაბამისი რეაგირება”,- განაცხადა ხმალაძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 3, 2019 11:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,215
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics