ტაქსის მძღოლები უფასო ტესტირებას გაივლიან

ვინაიდან ტაქსის მძღოლები რისკ ჯგუფად განისაზღვრა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი სწრაფი ანტიგენით ტესტირებას დაექვემდებარებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დაახლოებით 18 000 ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება. ტესტირება მათთვის უფასო იქნება. მნიშვნელოვანია დაზღვეულები იყვნენ ტაქსის მძღოლებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე – ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, ვაჭრობის თემები დავხუროთ