რეგულაცია ტაქსის მძღოლებისთვის- დღეიდან ისინი ორი სახის ვაუჩერს მიიღებენ. გადაეცემათ.ერთი ვაუჩერი იქნება ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვის.
„პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება ამ მნიშვნელოვან რეფორმაზე. ერთი არის – მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა მანქანა გარედან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე არის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, უკვე მიუვიდათ შეტყობინებები და ეს პროცესი გრძელდება. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე taxitbilisi.gov.ge და შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირი შევიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ რეფორმაზე. ასე, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, მისი გავლიდან ორი კვირის განმავლობაში მიმართავენ შესაბამის მისამართებს და მიიღებენ დასახელებულ ვაუჩერს“,- განაცხადა კალაძემ.