,,ტაქსების შემცირებით მგზავრთნაკადი მეტროს და ავტობუსს დააწვება, სადაც ტოჩინოშინი უნდა იყო, რომ შეხვიდე”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2018 15:12

,,ტაქსების შემცირებით მგზავრთნაკადი მეტროს და ავტობუსს დააწვება, სადაც ტოჩინოშინი უნდა იყო, რომ შეხვიდე”

მნიშვნელოვანი

  • ტაქსებსაც და ყველაფერს სჭირდება მიხედვა, თუმცა აშკარაა, რომ თბილისის მერიაში არ იციან და უბრალოდ, კალაძემ არ იცის, რის მერე, რა გააკეთოს. საქალაქო ტრანსპორტის მოწესრიგების მხრივ ტაქსი სულ ბოლო ეტაპია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

სხვა სტატიები

ტაქსებსაც და ყველაფერს სჭირდება მიხედვა, თუმცა აშკარაა, რომ თბილისის მერიაში არ იციან და უბრალოდ, კალაძემ არ იცის, რის მერე, რა გააკეთოს. საქალაქო ტრანსპორტის მოწესრიგების მხრივ ტაქსი სულ ბოლო ეტაპია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის მოსაზრებით, ტაქსების მოწესრიგება ჯერ იმდენად პრიორიტეტული არ არის, რამდენადაც მეტროსა და ავტობუსებში არსებული მგზავრთა გადატვირთულობის პრობლემა. მისი თქმით, თბილისში ტაქსების რაოდენობის შემცირებით მგზავრთნაკადი ავტობუსებსა და მეტროს დააწვება, რომელიც ისედაც ხალხით არის გადატვირთული. გარდა ამისა, ელისაშვილს კითხვები აქვს, თუ რატომ აირჩია მერიამ მაინცდამაინც თეთრი ფერის ტაქსი იმ პირობებში, როცა ქალაქს დაბინძურების პრობლემაც გააჩნია.

„თეთრი ტაქსები არასერიოზულად მეჩვენება. ყველაფერში, ხომ უნდა იყოს ჭეშმარიტება ? – რატომ თეთრი და არა – ნაცრისფერი, მწვანე და ა.შ. ვინ გადაწყვიტა, რომ თეთრი ფერის ტაქსები იყოს?! ტაქსებსაც და ყველაფერს სჭირდება მიხედვა, თუმცა აშკარაა, რომ თბილისის მერიაში არ იციან და უბრალოდ, კალაძემ არ იცის, რა რის მერე, რა გააკეთოს იმიტომ, რომ საქალაქო ტრანსპორტის მოწესრიგების მხრივ, ტაქსი სულ ბოლო ეტაპია. ჯერ ბევრი მეტროს შემადგენლობა უნდა დაემატოს, იყოს ბევრი ტრამვაი და ამის შემდეგ უნდა მიხედო ტაქსებს, ვინაიდან ეს სულ ბოლოსკენ მოსაგვარებელი საქმეა. სახლის შენება რომ სახურავიდან დაიწყო, დაახლოებით ასე გამოდის. დილით და საღამოს გადატვირთულობის მხრივ მეტროში რა ხდება, ვიცით, ტოჩინოშინი ან ვარლამ ლიპარტელიანი უნდა იყო, რომ პირველივე ჯერზე, პირველივე შემადგენლობაში შეხვიდე, იმდენად გადაჭედილია ვაგონი.

ამასთან, ტაქსების რაოდენობის შემცირება გამოიწვევს იმას, რომ მგზავრთა ნაკადი მეტროს და ავტობუსებს დააწვება. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტური უთავბოლობა, რომელსაც ემატება სრული გაუგებრობა, თუ რატომ თეთრი ფერის ტაქსი?! ასეთ ჭუჭყიან და მტვრით სავსე ქალაქში კიდევ თეთრი ტაქსები უნდა დადიოდეს?!. შესაბამისად, ეს არის სრული უთავბოლობის შედეგი. მერიაში არ იციან, რა რის შემდეგ უნდა გაკეთონ“, განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ახალი ვიზუალური სტანდარტი ამოქმედდება. კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის დაადასტურა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2018 15:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,293
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics