ტაქსების რეფორმა- იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც ვაუჩერული დაფინანსებით შეუძლიათ ისარგებლონ

ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც ვაუჩერული დაფინანსებით შეუძლიათ ისარგებლონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ ვაუჩერული დაფინანსებით. ჩვენს რეგულაციაში ტაქსის მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 ოქტომბრამდე აიღეს ტაქსის ლიცენზია, მათ შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები და ვაუჩერული პროგრამით ვეღარ სარგებლობდნენ ანუ, ჰქონდათ აღებული ლიცენზია, შემდეგ ავტომობილის ცვლილება განახორციელეს და ისინი ვეღარ იღებდნენ ნებართვას იმისა, რომ შეეღებათ, ან ფირი გადაეკრათ, ან ქიმწმენდის ვაუჩერით ესარგებლათ.

ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ რამდენიმე მნიშნველოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მინდა გაგიზიაროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ტაქსის მძღოლებს. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სმს-ს კომუნიკაცია, დაბეჭდილია ფლაერები, რომლებიც მომდევნო დღების განმავლობაში დაურიგდებათ ტაქსის მძღოლებს, რომ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია.

პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერები 1-ელი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„უნდა გადაწყვიტოს მსოფლიომ: ივანიშვილის ოლიგარქიული, ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი თუ საქართველოსთან მეგობრობა“ – ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაგენერალური პროკურატურა : ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა და განმტკიცება ხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების და სხვადასხვა გზების მეშვეობით