ტანზანიაში აფრიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი გაიტაცეს

ტანზანიაში უცნოებბმა 43 წლის პოლიტიკოსი და ბიზნესმენი მოჰამედ დიუჯი, აფრიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი გაიტაცეს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უცნობები პოლიტიკოსს თავს 11 ოტრომბერს დილით დაესხნენ, როცა ის ფიტნეს-კლუბში სავარჯიშოდ მიდიოდა. გამტაცებლები ბიზნესმენს პარკინგზე ელოდებოდნენ.

თვითმხილველების თქმით, ორმა თეთრკანიანმა მამაკაცმა დიუჯი ჯიპში შეათრია და უცნობი მიმართულებით გაიტაცეს. ბოროტმოქმედებმა ჰაერში გახსნეს ცეცხლი, რომ თვითმხილველები შეეშინებინათ. ადგილობრივმა პოლიციამ გადაკეტა ქალაქის ყველა გასასვლელი. დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. მომხდარზე, ჯერჯერობით, სხვა დეტალები არ ვრცელდება.
ჟურნალმა Forbes 2018 წელს დიუჯის ქონება 1,5 მილიარდ დოლარად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშისაბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელ ხიდი“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერ სააკაშვილს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ომსა და მის შედეგებზე ისაუბრონ