ტანსაცმელი, რომელიც ესებუას კადრებში აცვია, მამამ ჟურნალისტებს გამოუტანა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 29, 2020 12:50

ტანსაცმელი, რომელიც ესებუას კადრებში აცვია, მამამ ჟურნალისტებს გამოუტანა

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული კადრები ორი დღის წინ გადაღებული არ არის.

ტარიელ ესებუამ მის სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოუტანა, რომელიც, მისი თქმით, მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ბადრი ესებუას აცვია.

„ხედავთ ამ ბოტასს, შეადარეთ ეს მაისურიც და ეს ჟილეტიც. ორი დღის წინ ეცმეოდა ხომ?! ორი დღის უკან ეს ტანსაცმელი და ეს ბოტასი ეცვაო, ესენი კი აქ არის. ეს ხომ არის ტყუილი?“,- განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.

მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც მედიასაშუალებების მტკიცებით, ორი დღის წინ არის გადაღებული და კადრებში ბადრი ესებუა კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 29, 2020 12:50